კერძო სამართალი


glgservices

კომპანიის იურიდიული სერვისი კერძო სამართლის მიმართულებით მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, კონტრაქტების მომზადებას, მოლაპარაკებებზე თანხლებას და საადვოკატო წარმომადგენლობას სასამართლოსა და კერძო არბიტრაჟში, ასევე ყველა შესაბამის  სახელმწიფო უწყებაში, რომელიც საჭიროა დავის გადაწყვეტისათვის.

კომპანიის იურისტების მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციითა და სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფით შეძლებთ  მინიმუმამდე შეამციროთ  უძრავი/მოძრავი  ნივთების ფლობასთან,სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით არსებული რისკები.

კერძო სამართლის მიმართულებით, ჩვენი ფირმის თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უმაღლესი დონის  იურიდიული სერვისი ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაზღვევის, სანივთო, სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, საბანკო,  სამედიცინო, მემკვიდრეობითი შრომითი, საკორპორაციო  და სამშენებლო    სამართლის მიმართულებით.

ადმინისტრაციული სამართალი


glgservices

ჩვენი ფირმა ერთ-ერთი ლიდერია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში იურიდიული სერვისის გაწევით. აღნიშნულის საშუალებას გვაძლევს ჩვენი  კომპანიის თანამშრომლების  ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჩვენს ფირმას  მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ამ მიმართულებით.

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სერვისი ადმინისტრაციული სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან დაკავშირებული საკითხები: თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებული დავები; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს; თბილისის არქიტექტურის სამსახურის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; ფინანსთა და სხვა სამინისტროებთან დაკავშირებული დავები.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს დოკუმენტაციის მომზადებასა და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვის პროცედურებს, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რასაც აგრეთვე სჭირდება სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა,  რაშიც კვალიფიციურ  დახმარებას გაგიწევთ ჩვენი ფირმა.

სამშენებლო სამართალი


glgservices

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერია სამშენებლო  სამართლის სფეროში. აღნიშნულის საშუალებას გვაძლევს ჩვენი  ფირმის თანამშრომლების  მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ქმნის იმ დამატებით რესურსს,  რომელიც საჭიროა თქვენი პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად.

სამშენებლო სამართლის სფერო მოიცავს, როგორც კერძო, აგრეთვე ადმინისტრაციულ მიმართულებას, რისი საჭიროებაც თავს იჩენს დიდი თუ მცირე სამშენებლო პროექტის განხორციელებისას. სერვისში შედის კ1 და კ2 კოეფიციენტებთან  (განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რაც გულისხმობს სხვისთვის გაზრდილი პარამეტრების გასაჩივრებასა, ასევე თქვენთვის დაწუნებული გაბარიტებისა თუ განაშენიანების ზომის სადავოდ გახდასა და წარმომადგენლობას სასამართლოში, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებში. ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით (ქ. თბილისისა თუ სხვა შესაბამისი  საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენგეგმით) დადგენილი ზონების ცვლილებების საკითხის სამართლებრივი მხარის უზრუნველყოფა, რომლითაც დგინდება სამშენებლო ზონები კონკრეტულ ტერიტორიაზე და შესაბამისად მისი სამშენებლოდ განვითარების საკითხები.

კორპორატიულ იურიდიულ სერვისთან ერთად, აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით პრაქტიკული და ეფექტურია დიდი თუ მცირე  სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებსაც უშუალოდ სამშენებლო მიმართულებების გარდა საჭიროება აქვთ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ სამართლებრივი საკითხები, კონტრაქტების, საჯარო რეესტრში ფართების რეგისტრაციის, მოლაპარაკებებისა და სხვა მსგავსი სერვისების მიმართულებით. 

მომსახურება აგრეთვე ეფექტურია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც გაუსაჩივრეს მოპოვებული სამშენებლო დოკუმენტი, (მშენებლობის ნებართვა, არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება ა.გ.დ. თუ სხვა), როდესაც მათ უარს უცხადებენ მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ან თუ ასეთ პირებს სურვილი აქვთ გაუსაჩივრონ სხვას სამშენებლო დოკუმენტი, როდესაც პროექტი ზიანს აყენებს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

კორპორატიული მომსახურეობა


glgservices

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კორპორატიულ იურიდიულ სერვისს, რაც იყოფა ულიმიტო და სტანდარტ პაკეტებად. აღნიშნული სერვისი ფინანსურად ძალზედ მომგებიანია ისეთი ფირმებისთვის, რომლებსაც სურთ უმაღლეს დონეზე ჰქონდეთ მოწესრიგებული სამართლებრივი დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული ასპექტები. აღნიშნული პაკეტი ძალიან პრაქტიკულია საშუალო სიდიდის კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი იურიდული დეპარტამენტი და იძლევა საშუალებას ისარგებლოთ კომპანიისთვის აუცილებელი 7 ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული სერვისით.
ულიმიტო კორპორატიული სერვისის პაკეტი მოიცავს:

1. ულიმიტო იურიდიული საკონსულტაციო სერვისი
აღნიშნული სერვისი ძალზედ მომგებიანია ბიზნესისთვის, როდესაც დღის წესრიგში დგება რიგი იურიდიული საკითხების გათვალისწინება პოტენციურ ხელშეკრულების მხარეებთან, უკვე მოქმედ კლიენტებთან თუ სხვა სუბიექტებთან მიმართებით. ნებისმიერ ფირმას აქვს საჭიროება მიიღოს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, რაც აუცილებელია შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რაშიც დიდ დახმარებას გაგიწევენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი იურისტები.

2. ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია, ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ნებისმიერი ფირმა საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულებების დადების გზით. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც თქვენ იღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს, შესაბამისად იურიდიულად გაუმართავ კონტრაქტს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს საქმიანობასა და რეპუტაციასაც კი. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კომპანიის იურისტების უდიდესი გამოცდილებით კონტრაქტების მიმართულებით, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ უდიდესი ქართული და უცხოური ფირმების ხელშეკრულებებზე.

3. შესყიდვებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება
კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ ტენდერში, გააჩნიათ საჭიროება, რომ მოიძიონ და მოამზადონ მთელი რიგი სატენდერო დოკუმენტაცია ასეთი შესყიდვისთვის. ჩვენი კომპანიის გამოცდილება ამ სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსს, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფით, არამედ მოიცავს ისეთ ასპექტებსაც, როგორიცაა რისკების გათვლა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება შესაბამისი მიმართულებით.

4. წესდებების, შინაგანაწესის, კრების ოქმების, წერილებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა.
დაფუძნების დღიდან, კომპანიებს აქვთ საჭიროება, რომ ჰქონდეთ გამართული საკორპორაციო დოკუმენტაცია. მათგან უმნიშვნელოვანესია წესდება რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს კომპანიის მმართველობისა და სხვა უფლებამოსილებების საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე, როგორც სხვა საკორპორაციო დოკუმენტაცია, იგი შედგენილ უნდა იქნეს უწვრილესი დეტალების გათვალისწინებითა და სამომავლო რისკების გათვლით, რაშიც დაგეხმარებათ ჩვენი ფირმა.

5. ულიმიტო სერვისი მოლაპარაკებების დროს თანხლებასთან დაკავშირებით
ნებისმიერ ფირმას სჭირდება შეხვედრების დროს წარმოდგენილ იქნეს ისეთი სუბიექტის მიერ, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მოლაპარაკებების მიმართულებით. ჩვენი იურისტები საუკეთესო იურიდიულ სერვისს გაგიწევენ შეხვედრებზე თანხლებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ დროსა და ენერგიას, აგრეთვე მოგცემთ საშუალებას სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხის შესახებ კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარე.

6. შრომითი ურთიერთობების იურიდიული მხარის უზრუნველყოფა
ფირმები, რომლებსაც ჰყავთ დასაქმებული გარკვეული რაოდენობის კადრები, საჭიროებენ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას. ჩვენი ფირმა მნიშვნელოვნად გაგიიოლებთ შრომითი საკითხების მოგვარებას, რაც თავიდან აგარიდებთ შემდგომ პოტენციურ პრობლემებს.

7. სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში საადვოკატო წარმომადგენლობას.
ჩვენი ფირმის კორპორატიული პაკეტის შეძენა განსაკუთრებით მომგებიანია ისეთი ტიპის კომპანიებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ საშუალო სიდიდისა და მსხვილი ფინანსური ურთიერთობები კლიენტებთან თუ სხვა პირებთან. აღნიშნული სერვისი გულისხმობს თქვენი ფირმის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელისა და მასთან დაკავშირებული სრული იურდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სასამართლოში შეტანას, რევიზიასა და სამივე ინსტანციაში საადვოკატო წარმომადგენლობის გაწევას. საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობითი მომსახურება ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო არბიტრაჟებზე.

კონტაქტი


Yay! Message sent.
Error! Please validate your fields.

კონტაქტი


  • ქართული სამართლის ჯგუფი
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი #46
  • თბილისი, საქართველო
  • (+995) 2-30-57-20
  • info@glgservices.ge
მისამართი რუქაზე